ყველას გვიყვარს ყავა, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა. ყავა - ზოგისთვის სიცოცხლის ელექსირი, ზოგისთვის - ენერგიის მომცემი, ზოგი მას „გამოსაფხიზლებლად“ სვამს. ყავა გვიხსნის დაღლილობის შეგრძნებას, მის ჯადოსნურ სითხეს გააჩნია თვისება აღადგინოს დაკარგული ძალები, ის მომენტალურად ზემოქმედებს ადამიანზე როგორც მასტიმულირებელი საშუალება. ცხელი ყავა, ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბევრი ჩვენგანისთვის ყოველი დილა ყავით იწყება, სამსახურში შუადღე ყავით გრძელდება. წიგნი - ყავა, კინო - ყავა, მუსიკა - ყავა, ზოგიერთი ჩვენგანი საქმესაც კი უთავსებს ყავის სმას. ყავის სმა ყველა ჩვენგანს სიამოვნებას ვანიჭებს. ზაფხულში სიცხისგან და საქმისგან გადაღლილებს სწორედ ყავა გვანიჭებს სიამოვნებას და გვაძლევს შვებას. გავიგოთ ჭეშმარიტი ყავის გემო ეს ჩვენი მიზანია. თითოეული ჩვენგანისთვის ყოფილა მომენთი როდესაც ერთადერთი ჭიქა ყავა ნატვრად ქცეულა. ის იზიდავს ადამიანს როგორც „ნარკოტიკი“. მრავალი ფილმი გადაუღიათ კინორეჯისორებს ყავის ჭარმოშობის თემაზე, ასევე პრაღაში არსებობს ყავის მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელს(ტურისტს) შესაძლებლობა აქვს ყავის მომზადების წესებს დააკვირდეს, მოისმინოს თქმულებები ყავის მარცვლის აღმოჩენის შესახებ. ყავის სამშობლოდ ეთიოპიას მიიჩნევენ,სწორედ აქედან მოდის ტქმულება ეთიოპიელ მწყემსზე,რომელმაც შენიშნა რომ ცხვრები განსაკუთრებით აქტიურები და ენერგიულები ხდებოდნენ მას მერე,რაც მოწიტალო ფერის მარცვლებს ჭამდნენ იმ მცენარის ტოტებიდან,ჩვენ რომ ახალა ყავას ვუწოდებთ.

ჩვენს მენიუში მყარად დაიმკვიდრა ადგილი სასურსათო პროდუქტებმა, რომლებიც არ წარმოადგენს "საკვებს", ანუ არ აქვს კვებითი ღირებულება, სამაგიეროდ მასტიმულირებლად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ესენია ჩაი, ყავა და სხვა ასეთი სასმელები, რომლებსაც "გამოსაფხიზებლად", "ენერგიის მოსამატებლად" ვსვამთ. სინამდვილეში უშაქრო ჩაის და ყავას ენერგეტიკული ღირებულება (კალორიები) არ გააჩნია, მაგრამ ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, აძლიერებს გონებრივ აქტივობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობას.ყოველივე ამის მიზეზია მათ შემადგენლობაში შემავალი ალკალოიდი კოფეინი. სწორედ კოფეინი გვეხმარება გამოფხიზლებაში, უფრო ნაყოფიერად მუშაობაში, თუმცა მისი მოქმედების დასრულების შემდეგ ადამიანს დაღლილობა ეუფლება. ალბათ დაგებადათ კითხვა: რომელი უკეთესად აფხიზლებს - ჩაი თუ ყავა? კოფეინის შემცველობა ყავის ნაყოფსა და ჩაის ფოთოლში (მშრალ წონაზე გადაანგარიშებით) დაახლოებით ერთნაირია. ზოგიერთ ჩაის ფოთოლში კოფეინი მეტიც კია, ვიდრე ყავაში. თუმცა სასმელში ამ ნივთიერების შემცველობა მომზადების წესზეა დამოკიდებული. მას ხალავენ, მაღალ ტემპერატურასა და მაღალ წნევაზე ამუშავებენ. ყავის სახეობებს შორისაც არის განსხვავება - აპარატის ყავასა და ესპრესოში კოფეინის შემცველობა, როგორც წესი, უფრო მაღალია, თურქულ, ასევე - ხსნადი ფხვნილისა თუ გრანულებისგან მომზადებულ ყავაში - უფრო ნაკლები. თუმცა ეს გასაშუალოებული მონაცემებია - ბევრი რამ არის დამოკიდებული ყავის ჯიშზე, დამუშავებასა და სასმლის მომზადების ტექნოლოგიაზე. გარდა კოფეინის შემცველობისა, ჩაი და ყავა კოფეინის ზემოქმედების სისწრაფითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ყავის კოფეინს მომენტალური ზემოქმედება ახასიათებს, თუმცა ის ასევე სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან. ჩაის კოფეინის მოქმედება კი უფრო ნელი და ხანგრძლივია, რაც ჩაის შემადგენლობაში შემავალი ტანინებით არის განპირობებული. ამიტომ ყავა სწრაფად და შედარებით მოკლე ხნით გაფხიზლებთ, ჩაი კი უფრო რბილ, თუმცა უფრო ხანგრძლივ და სტაბილურ ეფექტს იძლევა. ადამიანისთვის უვნებელ დღიურ დოზად 150 მგ კოფეინი მიიჩნევა. ფინჯანი ჩაი დაახლოებით 50 მგ-ს შეიცავს, ფინჯანი ყავა კი ორჯერ მეტს. საბედნიეროდ, კოფეინი ორგანიზმიდან მალე გამოიდევნება, ამიტომ დასაშვებია დღეში 3-4 ფინჯანი ყავისა და 6 ფინჯანი ჩაის დალევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ერთდროულად - სასურველია, 3-4-საათიანი ინტერვალი მაინც დავიცვათ. ზომიერად უნდა ვსვათ კოფეინის შემცველი ცივი სასმელებიც - ცივი ჩაი, ცივი ყავა, კოკა-კოლა, რედ-ბული და სხვა. განსაკუთრებით არასასურველია კოფეინის შემცველი სასმელების მიღება ალკოჰოლთან ერთად ან დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.